ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

23-04-2021

გრიგოლ ლილუაშვილი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ლიეტუველ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.

გრიგოლ ლილუაშვილმა ლიეტუვას რესპუბლიკის და საქართველოს შორის არსებულ შედეგიან პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და ანდრიუს კალინდრას ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.