ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

29-04-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტს 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა,  2020 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა 2020 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებზე და ისაუბრა მათ საპასუხოდ  უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

ანგარიშის ძირითად საკითხებს ქვეყნის ოკუპაცია, კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

საქართველოს პარლამენტმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა.