ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-05-2021

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსმა, მოქალაქეს  გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 500 აშშ დოლარი.    

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.