ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

27-05-2021

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.  ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე რომელიც რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების მიმართ იკვეთება. მაღალი შეფასება მიეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთბებს და გამოიკვეთა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.

გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოსთვის მისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.