ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

01-10-2015

სუს-ის უფროსი საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა, პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ორი ქვეყნის წარმატებული და შედეგიანი ურთიერთობების მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არსებული საფრთხეები და ახლადშექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცება და გააქტიურება.

ვახტანგ გომელაურმა და იან კელიმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გამოკვეთილ პერსპექტივებზე