ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

22-10-2021

გრიგოლ ლილუაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აქბარ ყასემი ალიაბადის შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელეს.  შეხვედრაზე გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა,  რომ უამრავი გამოწვევის ფონზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.