ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

23-12-2021

ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი ეწვია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი ეწვია.

შეხვედრა ნდობის ჯგუფის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში შედგა. სააგენტოს ხელმძღვანელი, დეპუტატებს სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი.

ნდობის ჯგუფის წევრებს, სააგენტოს წარმომადგენლებმა გასული წლის ანგარიში წარუდგინეს და სააგენტოს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნეს.

ნდობის ჯგუფი, ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემატურად ახორციელებს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამავე კანონის თანახმად, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.