ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

24-12-2021

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ოთხი პირი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.
საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.