ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-10-2015

ბრიტანეთის ელჩმა სუს-ის უფროსი დიდ ბრიტანეთში მიიწვია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების თავისებურებები და არსებული თანამშრომლობის მიმართულებები. ვახტანგ გომელაურმა და ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა შეაჯერეს სამომავლო ორმხრივი საქმიანობის პერსპექტივები.

„უკვე მეორედ მქონდა პატივი შევხვედროდი ბატონ გომელაურს. პირველად შევხვდი მაშინ, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ უკვე გვაქვს კოოპერაცია ქართულ მხარესთან უსაფრთხოების საკითხებში. მე სამსახურის უფროსი დიდ ბრიტანეთში მივიწვიე. დიდი ბრიტანეთი ძალიან აქტიურია და ცდილობს კოორდინირებულად ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან საერთაშორისო ტერორიზმის საკითხებში. საქართველო ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ მიმართულებით და აქვს დიდი გამოცდილება. იმედს გამოვთქვამთ, რომ განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას ბატონ გომელაურთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ-ჰოლიმ.