ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

29-06-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნატოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის,  უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავალი შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებს სიტყვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა მიმართა და ყურადღება ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.

სტუმრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემოსა და  ქვეყანაში არსებული ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.