ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

23-07-2022

გიგა ნიკოლეიშვილი ეროვნული რეაგირების ჩარჩოს მაღალი დონის აღმასრულებელი სემინარის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

Ⴑახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა
ნიკოლეიშვილი ეროვნული რეაგირების ჩარჩოს მაღალი დონის აღმასრულებელი
სემინარის (NRF/SES) შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და სემინარის
მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ღონისძიება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით გაიმართა.
აღნიშნული სემინარის ძირითად ამოცანებს უწყებათშორისი კომუნიკაციისა და
სინქრონიზაციის პროცესების აღწერა, მასობრივი განადგურების იარაღის
გავრცელების წინააღდეგ ბრძოლა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და
ბირთვული საფრთხეების საკითხების კოორდინაცია წარმოადგენდა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიმართა და
განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება შემუშავდა საგანგებო სიტუაციებსა და
კრიზისებზე საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ კომპლექსურად
რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

სემინარი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ასევე, სხვადასხვა
უწყების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა
კელი დეგნანმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ
გიგა ნიკოლეიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ
ჭელიძემ სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.