ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-10-2015

სუს-ის უფროსი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული როგორც უსაფრთხოების სფეროში, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. განსაკუთრებულად აღინიშნა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით შესაბამისი ორგანოების შედეგიანი ურთიერთთანამშრომლობა.

ვახტანგ გომელაურმა და იუვალ ფუქსმა ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და გამოკვეთეს თანამშრომლობის გააქტიურების და გაღრმავების პერსპექტივები.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ეს არ იყო პირველი შეხვედრა. პირველად მაშინ შევხვდით , როცა ბატონი გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მე მას და მის თანამშრომლებს მივულოცე ახალი სამსახურის შექმნა. ახალი უსაფრთხოების სამსახურის შექმნას საქართველო ახალ ეტაპზე გადაჰყავს სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, როგორიცაა მაგალითად ისრაელი. რეფორმა მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ისე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით“- განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა იუვალ ფუქსმა.