ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

08-08-2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დროს, თავდაცვის სამინისტროს 170, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.