ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

28-09-2022

ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ორგანიზებით და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

მსმენელებმა ინდუსტრიული კონტროლის სისტემების, უსაფრთხოების, ენერგეტიკულ სექტორში პრევენციული უსაფრთხოების წესების შემუშავებისა და კრიტიკული მნიშვნელობის ფუნქციების უწყვეტი განხორციელების სპეციფიკის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

სწავლება თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა. ის მიზნად ისახავდა რეალურ გარემოში ენერგეტიკულ სექტორში მომსახურე კიბერუსაფრთხოების პერსონალის ტექნიკური უნარების გაძლიერებას.

სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული სექტორის ოპერატორებმა და რეგულატორმა უწყებებმა. ტრენინგს SANS კორპორაციის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.