ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

10-11-2022

ერგნეთში IPRM-ის 109-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 109-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წინა შეხვედრიდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ქმედებები და ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით გაჟღერდა უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი.

შეხვედრაზე განხილვის მთავარ საგანს ასევე წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.

შედგა ვრცელი დისკუსია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკის მასშტაბების გაზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 17 იანვარს ჩაინიშნა.