ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

17-02-2023

გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გრიგოლ ლილუაშვილმა და ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.