ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-03-2023

ერგნეთში IPRM-ის 111-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 111-ე შეხვედრა გაიმართა.

განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი  ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. საკითხის გარშემო შედგა საგნობრივი და ღრმა დისკუსია, დეტალურად იქნა განხილული უკანონო დაკავების თითოეული შემთხვევა და დაკავებულ პირთა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პერსპექტივები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე.

ასევე, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნულის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 25 აპრილს ჩაინიშნა.