ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

07-04-2023

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა და 2022 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

გრიგოლ ლილუაშვილი: „აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან და ნდობის ჯგუფთან. ნდობის ჯგუფის ფორმატში ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე, უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევებზე - განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენს კანონმდებლებს ვუპასუხეთ  მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.“

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ კანონმდებლებისგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონმდებლების მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.