ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

08-05-2023

გრიგოლ ლილუაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან გამართა შეხვედრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან დიმიტრიოს კარაბალისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს, ისაუბრეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე.

საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით

მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის თანამშრომლობის საკითხებზე.