ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

09-05-2023

გრიგოლ ლილუაშვილმა ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან გამართა შეხვედრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან რაჟდენ კუპრაშვილთან.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.