ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-07-2023

სამებაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულთა ხსოვნას სამებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად პატივი მიაგო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაურმა.


სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.