ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

08-08-2015

სუს-ის უფროსმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. ვახტანგ გომელაურმა გმირთა მემორიალთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.