ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

09-02-2016

სუს-ის უფროსი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და ჯეიმს ვოლშმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მჭიდრო ურთიერთობას გაუსვეს  ხაზი. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.