ცხელი ხაზი
123
30-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ მერაბიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
26-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ვახტანგ გომელაური „თავისუფლების მოედანზე“ გამართულ ახალწვეულების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრო. წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 6 ადგილზე: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში- ქოროღლის ციხესთან, გელათსა და ბათუმში გაიმართა. საზეიმო ვითარებაში სამხედრო ფიცი 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.
21-05-2018
პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო. ირაკლი სესიაშვილს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ მიაწოდა.
21 მაისს, 14 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეწვევა.
14-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სხდომაზე ვახტანგ გომელაურმა რეგიონში არსებული საფრთხეების შესახებ საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა.სუს-ის უფროსმა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აღნიშნული საფრთხეების გავლენაზე ისაუბრა.
10-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
18-04-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს უწყების საქმიანობის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა.
10-04-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
06-03-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა,მელანო ფანჯავიძემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებული კონფერენციის “ქალები პოლიციაში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
30-12-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
17-12-2017
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.
22-11-2017
სუს-ის უფროსმა პრემიერ მინისტრთან და შს მინისტრთან ერთად სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა