ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

ღონისძიებები

იხილეთ მეტი

27-03-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის იუნკერები, მსმენელები და ინსტრუქტორები ეწვივნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აკადემიის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა მსმენელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებასა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დასმულ კითხვებს უპასუხეს.

იხილეთ მეტი