ცხელი ხაზი
123
09-12-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.
08-12-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.
06-12-2016
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების განვითარებისა და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.
14-11-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.
13-10-2016
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრა გამართეს სენატორ ჯო დონელის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან.
25-08-2016
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობისშესახებ“.
03-08-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.
11-06-2016
აშშ-ის საელჩოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქართულ-ამერიკული ორმხრივი დიალოგი გაიმართა.
25-05-2016
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორმა საულიუს ურბანავიჩიუსმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
07-03-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ სიტყვით გამოვიდა.
09-02-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
02-12-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების ატაშეებთან გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.