ცხელი ხაზი
123
01-05-2020
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
08-02-2020
ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია 2019 წელს საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. კერძოდ, ხაზგასმულია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველომ განაგრძო "ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მხარდაჭერა. ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ იანვარში საქართველომ დაამტკიცა 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს სტრატეგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედსა და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.
21-01-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა.
16-01-2020
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.
12-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
25-10-2019
01-10-2019
06-09-2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მომდევნო ტექნიკური შეხვედრა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გაიმართება.
02-09-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის კომენტარი გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ერგნეთში გამართული ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ერგნეთში, ტექნიკური შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ 1 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მიმდებარედ ჩამოვარდნილი კვადროკოპტერი მედიას წარუდგინა.
29-08-2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) რიგით 95-ე შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედების შედეგად ჩაიშალა.
16-08-2019
გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი სოფელში შექმნილ ვითარებასა და არსებულ უსაფრთხოების გარემოს ადგილზე გაეცნენ. ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ მიაწოდეს.