ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი

28-06-2016

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 67-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებს. ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს საოკუპაციო ძალების ქმედებები და აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეხვედრის მხარეებს მიაწოდეს.

იხილეთ მეტი
იხილეთ მეტი
იხილეთ მეტი