ცხელი ხაზი
123
20-04-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 65-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
23-03-2016
23 მარტს, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და საქართველოში აშშ-ს ელჩთან, იან კელისთან ერთად ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
15-03-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 64-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დღეების განმავლობაში გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო სამუშაოების საკითხი დააყენეს.
24-02-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 63-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოქალაქეების დაკავებების ფაქტებზე ისაუბრეს
20-01-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 62-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილი მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
16-12-2015
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 61-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით მოქალაქეების უკანონოდ დაკავებების ფაქტები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
26-11-2015
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტები და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა თუ ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილი მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
29-10-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და დეპარტამენტის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 59-ე შეხვედრას დაესწრნენ.
23-09-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 58-ე შეხვედრას დაესწრნენ.