ცხელი ხაზი
123
28-12-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ახობაძემ, კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ, პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფარგლებში ანგარიში წარადგინა.
25-12-2021
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
24-12-2021
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხოდმაზე, ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტი წარადგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებულ იქნა, ისტორიული არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა.
23-12-2021
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი ეწვია. შეხვედრა ნდობის ჯგუფის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში შედგა. სააგენტოს ხელმძღვანელი, დეპუტატებს სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი.
21-12-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინეს.
20-12-2021
კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
18-12-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი საგანგებო სიტუაციების ცენტრის (EOC) ღონისძიებებისა და დაგეგმვის შესახებ დაგეგმილი სემინარის დახურვის ცერემონიას დაესწრო.
17-12-2021
მიმოხილვა: 2020 წლის განმავლობაში საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის მთელ რიგ საკითხებში. კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2020 წელს საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მონაწილეობდა კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ გარკვეული რაოდენობის წვრთნებსა და ტრენინგებში, თუმცა საქართველო რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებაზე. საქართველომ გაასამართლა და ტერორიზმის ბრალდებით მსჯავრდებულად ცნო საქართველოს ერთი მოქალაქე, საზღვარგარეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებში მისი მონაწილეობის გამო. 2020 წელს საქართველომ კიდევ უფრო დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა და გააძლიერა მის საზღვრებზე არსებული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.
16-12-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული - უსაფრთხოების ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონია გაიამართა.
13-12-2021
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG II) პროექტის ფარგლებში კორუფციულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლების თემაზე ტრენერთა ტრეინინგი გაიმართა.