ცხელი ხაზი
123
17-12-2021
მიმოხილვა: 2020 წლის განმავლობაში საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის მთელ რიგ საკითხებში. კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2020 წელს საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მონაწილეობდა კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ გარკვეული რაოდენობის წვრთნებსა და ტრენინგებში, თუმცა საქართველო რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებაზე. საქართველომ გაასამართლა და ტერორიზმის ბრალდებით მსჯავრდებულად ცნო საქართველოს ერთი მოქალაქე, საზღვარგარეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებში მისი მონაწილეობის გამო. 2020 წელს საქართველომ კიდევ უფრო დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა და გააძლიერა მის საზღვრებზე არსებული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.
16-12-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული - უსაფრთხოების ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონია გაიამართა.
13-12-2021
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG II) პროექტის ფარგლებში კორუფციულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლების თემაზე ტრენერთა ტრეინინგი გაიმართა.
05-12-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის - უსაფრთხოების ზამთრის სკოლის გახსნას დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს და სტუდენტებს სიტყვით მიმართა.
03-12-2021
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს.
22-11-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
18-11-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 103-ე შეხვედრა გაიმართა.
16-11-2021
უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
06-11-2021
მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ქ. რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქ. თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.
03-11-2021
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
02-11-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაარსებიდან 1 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მოადგილეებთან ერთად სასწავლო ცენტრს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.
30-10-2021
გვსურს საზოგადეობას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.