ცხელი ხაზი
123
21-04-2023
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
20-04-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ახალარჩეულ სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
12-04-2023
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც ისინი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
07-04-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა და 2022 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.
15-03-2023
შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროს გამოწვევები, ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.
09-03-2023
2023 წლის 9 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოქალაქე ბ.გ.-ის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთი.
04-03-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სკოლა“ დასრულდა. მესამე სეზონზე პროექტში მონაწილეობა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 18 -მა სტუდენტმა მიიღო.
02-03-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 111-ე შეხვედრა გაიმართა.
28-02-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია.
25-02-2023
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
20-02-2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.