ცხელი ხაზი
123
22-02-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
19-02-2021
საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელმა, დეპუტატებს სააგენტოს ფუნქცია მოვალეობების შესახებ ინფორმაცია გააცნო. განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი. ნდობის ჯგუფის წევრებმა, სააგენტოს წარმომადგენლებისგან გასული წლის ანგარიში მოისმინეს. სააგენტოს ხელმძღვანელმა მათ სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო.
17-02-2021
„საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს და მე ველი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას მიმდინარე წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელიდეგნანმა გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
15-02-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრს უენდი მორტონს საოკუპაციო ხაზზე უმასპინძლეს.
12-02-2021
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კერძო სამედიცინო კლინიკის 4 ექიმი.
11-02-2021
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია.
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით გვსურს გაგაცნოთ დამატებითი დეტალება.
გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გავრცელებულ არაერთგვაროვან, ხშირ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალსახად აფიქსირებს, რომ მიესალმება მედიის ინტერესს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს, რომელიც მიმართულია უკანონო დაკავებებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.
09-02-2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს საქართველოს მელიორაციისა და კერძო შპს-ს თანამშრომლები.
05-02-2021
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
01-02-2021
გვსურს გამოვეხმაუროთ, კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ უპასუხისმგებლო ინტერპრეტაციას, რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნასა და მათი მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შექმნილ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.
27-01-2021
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს.