ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

იხილეთ მეტი

29-12-2020

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი დაათვალიერა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსამსახურეთა შერჩევის, შეფასების და სპეცმომზადების ახალ სისტემას ნერგავს, რომელიც ევროკაშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. სწორედ ამ მიზნით, სამსახურის სისტემაში შეიქმნა ახალი, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი სასწავლო ცენტრი, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომელი უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების მეშვეობით სრულად გადამზადდება.

იხილეთ მეტი