ცხელი ხაზი
123
01-10-2020
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა. ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.
25-09-2020
საოკუპაციო ძალების მიერ, მიმდინარე წლის 3 ივლისს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია და ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველ ფორუმში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გრიგოლ ლილუაშვილმა ფორუმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მგავსი ღონისძიება, საშუალებას იძლევა მოხდეს, ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა, ისე სხვა რელევანტური აქტორების ხედვების გაზიარება.
24-09-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი და კიდევ ერთხელ მოითხოვეს, აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლება.
17-09-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა.
15-09-2020
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს - ტოივო კლაარს, ჯიჰან სულთანოღლუს და რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
02-09-2020
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქართულ მხარეს საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე გაიმართა.
31-08-2020
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თ. ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით.
11-08-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მოადგილეებთან ერთად, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
03-08-2020
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
30-07-2020
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, თერთმეტთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 96-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.