ცხელი ხაზი
123
31-08-2020
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თ. ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით.
11-08-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მოადგილეებთან ერთად, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
03-08-2020
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
30-07-2020
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, თერთმეტთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 96-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.
24-07-2020
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
22-07-2020
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ერთობლივი ორგანიზებით, საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის თემაზე ორ დღიანი სემინარი გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG II) პროექტის: “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა.
21-07-2020
2020 წლის 2 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოძიებამ, ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ 2020 წლის 20 ივნისს, 21:20 საათზე, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის - „ნაყიდი COVID 19“-ი, ასევე 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, დაუმონტაჟებელი მასალის გადაცემა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საჯაროდ აცხადებდა, რომ მზად იყო გაესაჯაროებინა აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული დაუმონტაჟებელი მასალა, ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მთავარი არხის მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეო მასალაზე დაინიშნა ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა.
13-07-2020
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2020 წლის 11 ივლისს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში გიორგი ხოჯევანიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მოინახულეს.
11-07-2020
მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.
10-07-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, უწყების 2019 წლის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა.
08-07-2020
გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა გლობალურ ვირტუალურ კონფერენციაში: „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული და პრაქტიკული გამოწვევები გლობალური პანდემიის პირობებში“, საქართველოს დელეგაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.