ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

30-11-2019

გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივისტების განცხადებებს, თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა. აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ უკვე გაკეთდა განმარტება და ითქვა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.

იხილეთ მეტი

30-11-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის პროექტის: “საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა” ორგანიზებით, გაიმართა ორდღიანი მედიასემინარი თემაზე: “მედიის როლი ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე, ევროკავშირის პროექტის: “საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა” ხელმძღვანელის მოადგილე მარტინ ბეგშოუ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი.

იხილეთ მეტი

22-11-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოადგილეებთან-შენგელი ფიცხელაურთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან, გიგა ნიკოლეიშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძესთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების ორი წლისთავთან დაკავშირებით მის საფლავზე მივიდა. გრიგოლ ლილუაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

იხილეთ მეტი