ცხელი ხაზი
123
15-07-2019
14 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. თემა: რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტი. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.,N72.
09-07-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურთან, ვინჩენცო კოპოლასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს
05-07-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია ს. დააკავეს.
04-07-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კოლინ კილრეინთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ის საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. ვახტანგ გომელაურმა დამოუკიდებლობის დღე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეტ რუდს და საელჩოს წარმომადგენლებს მიულოცა.
17-06-2019
სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.
15-06-2019
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მინადორა დ. დააკავეს.
14-06-2019
2019 წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში დაიწყო ეუთო-სა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ორ-დღიანი ეროვნული სემინარი, რომელიც ეძღვნება ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის (VERLT) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საზოგადოების ყოველმხრივი ჩართულობის მიდგომას. ეს ეუთო-ს მიერ ქვეყანაში მსგავსი სემინარის ორგანიზების პირველი შემთხვევაა.
13-06-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე მურმან მ. დააკავეს.
12-06-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.
08-06-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „ბილდინგ-დეველოპერის“დირექტორი ალექსი ს.
05-06-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, სევერინ შაპაზთან შეხვედრა გამართა.