ცხელი ხაზი
123
31-10-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს - ვინჩენცო კოპოლას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მანანა ბაღაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ანთაძე. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწევევებზე.
26-10-2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უმასპინძლეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
22-10-2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.
13-10-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეების ასოციაციის წევრებს შეხვდნენ, რომელთა შორის იყვნენ ნატო-ს წევრი და სხვა პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები.
12-10-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: თალჰა ო. და ჰუსეინ ჩ. დააკავეს.
11-10-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
09-10-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მონაწილეობით და სახელმწიფოს სხვა უწყებების უშუალო ჩართულობით, 2018 წლის 9 ოქტომბერს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ 2018 წლის 29 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის და 2018 წლის 6 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი.
05-10-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმზე: „შავი ზღვის რეგიონული და გლობალური ბირთვული წესრიგი“ სიტყვით გამოვიდა.
28-09-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, რატუ ინოქე კუბუაბოლასთან შეხვედრა გამართა.
ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, რატუ ინოქე კუბუაბოლა, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
27-09-2018
სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.