ცხელი ხაზი
123
05-09-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი ნათია პ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
16-08-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
13-08-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: იოსებ გოგაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ დევინ ნუნესს და ამავე კომიტეტის წევრ კონგრესმენ რიკ კროუფორდის შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ ვითარებას.
10-08-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 9 აგვისტოს, ბათუმში, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული,1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს.
07-08-2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იაცეკ ჩაპუტოვიჩისთან,ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრ პავლო როზენკოსთან ერთად ახალგორის რაიონის სოფ. ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, 2018 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია
06-08-2018
სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით).
01-08-2018
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად, ივანე გოლაშვილის ოჯახის წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
27-07-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იზა წ, ხოლო დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში მცხოვრები მოქალაქე კახა ბ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
20-07-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დელეგაციასთან სამდღიანი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დანაყოფის უფროსმა, აჰმედ სეიფ ელ-დავლამ გახსნეს.
19-07-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
14 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. თემა - ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიება. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ., N 72