ცხელი ხაზი
123
30-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ მერაბიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
29-05-2018
30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
28-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა,ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს.
26-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ვახტანგ გომელაური „თავისუფლების მოედანზე“ გამართულ ახალწვეულების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრო. წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 6 ადგილზე: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში- ქოროღლის ციხესთან, გელათსა და ბათუმში გაიმართა. საზეიმო ვითარებაში სამხედრო ფიცი 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.
21-05-2018
პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო. ირაკლი სესიაშვილს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ მიაწოდა.
21 მაისს, 14 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეწვევა.
19-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ტანრივერდი კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს.
18-05-2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 56-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
16-05-2018
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 86-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად დააყენეს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი და კატეგორიულად მოითხოვეს მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა.
14-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სხდომაზე ვახტანგ გომელაურმა რეგიონში არსებული საფრთხეების შესახებ საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა.სუს-ის უფროსმა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აღნიშნული საფრთხეების გავლენაზე ისაუბრა.
12-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,11 მაისს,თბილისში,ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი ,1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე ანტონ ხ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრები.