ცხელი ხაზი
123
14-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სხდომაზე ვახტანგ გომელაურმა რეგიონში არსებული საფრთხეების შესახებ საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა.სუს-ის უფროსმა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აღნიშნული საფრთხეების გავლენაზე ისაუბრა.
12-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,11 მაისს,თბილისში,ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი ,1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე ანტონ ხ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრები.
10-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
04-05-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სახალხო დამცველის ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებულ რეკომენდაციებზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წ. დააკავეს
01-05-2018
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელი, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ახალგორის რაიონის სოფ. ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვეს მიტჩელს ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ გამოწვევასა და საფრთხეების შესახებ, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს.
25-04-2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 55-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
24-04-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ავთანდილ ნ. დააკავეს.
20-04-2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური საქართველოში საბერძნეთის ელჩს დიმიტრიოს კარაბალისის და საბერძნეთის პოლიციის ატაშეს კონსტანტინოს ლენოსს შეხვდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი ლაშა ჩ.დააკავეს.
19-04-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ,შპს „მოხელეს“ დირექტორი და დამფუძნებელი თემურ ფ. დააკავეს.