ცხელი ხაზი
123
04-04-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.
02-04-2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს- შაბთაი ცურის და ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების სააგენტოს უსაფრთხოების მართვისა და რეგულირების დანაყოფის ხელმძღვანელს გიდო კრეიმერს შეხვდა.
31-03-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა ფ. დააკავეს.
29-03-2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები: გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს.
26-03-2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს:გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შ.,ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბ., განყოფილების მშენებლობის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ა.,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი კ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ა. და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში დიმიტრი ა.
21-03-2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 54-ე შეხვედრა გაიმართა.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, IPRM-ის მონაწილეებთან ერთად,განვლილ პერიოდში დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოების და კრიზისების საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
20-03-2018
დღეს საღამოს,წითელი ჯვრის მეშვეობით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოეცა.ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, წილკანში.
16-03-2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა.
15-03-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ამამლოში, მუბარიზ მ, ხოლო ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე მოქალაქე არზუმან ა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
10-03-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: კოტე დ. და დავით შ. დააკავეს.
06-03-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა,მელანო ფანჯავიძემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებული კონფერენციის “ქალები პოლიციაში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.