ცხელი ხაზი
123
01-03-2018
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 85-ე შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის და ოკუპირებულ ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილისთვის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობის საკითხებზე ისაუბრეს.
28-02-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.
27-02-2018
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 53-ე შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე, 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი კვლავ განიხილეს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მკვლელობაში ბრალდებული პირის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
26-02-2018
ერგნეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მონაწილეებს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის უმოკლეს ვადაში გადმოსვენება, ოკუპირებულ ახალგორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების- იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილისთვის ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალების მიცემა და 22 თებერვალს მომხდარი ფაქტის სიღრმისეული გამოძიება მოსთხოვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, 3 საათზე,ერგნეთში,ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა,სადაც განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების -ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები.
25-02-2018
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
24-02-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე,საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.სუს-ის წარმომადგენლებმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.
23-02-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგელების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე- ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით,არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან,კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.
09-02-2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს,რუბენ სადოიანს შეხვდა.შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
31-01-2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს.