ცხელი ხაზი
123
25-10-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
17-10-2017
ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
03-10-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
19-09-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 49-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ინციდენტებზე გამახვილდა ყურადღება.
13-09-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დირექტორ საულიუს ურბანოვიჩიუსს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია, ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ზიდრუნას ბარტკუსი და დელეგაციის სხვა წევრები.
12-09-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები განიხილეს.
07-09-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით მე-80 შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 7 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
28-07-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე შპს "ლადი 2011"-ის დამფუძნებელი ვლადიმერ ა. დააკავეს.
26-07-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 48-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე იმსჯელეს.
21-07-2017
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი დააკავეს.
20-07-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა. ვინაიდან აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს.