ცხელი ხაზი
123
18-05-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
16-05-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამშაჰიდისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი დააკავეს.
11-05-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 77-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ის მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
10-05-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა გოგოჭური ამხილეს.
08-05-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ყულარის თემში კაშამ კარაევი დააკავეს.
02-05-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს შტაბის უფროსის მოადგილეს ტალგარ სერიბკაევს შეხვდა.
29-04-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017"-ში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული.
28-04-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა.
25-04-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 45-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.
24-04-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მოქალაქეები ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს.
19-04-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომას დაესწრო. სუს-ის უფროსმა დეპუტატებს უწყების საქმიანობის 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დახურულ რეჟიმში კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სხდომის დასასრულს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა.