ცხელი ხაზი
123
07-04-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სოფელ ზედა ეწერში სევერიანე ბერულავა და მოქალაქე ბადრი შ. დააკავეს.
06-04-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს.
04-04-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 76-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპოლის დირექტორს რობ უეინრაითს შეხვდა. ევროპოლის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. შეხვედრაზე საუბარი ამ მიმართულებით ევროპოლსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ვახტანგ გომელაურმა რობ უეინრაითს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგები გააცნო.
27-03-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბონდო ოჩიგავა, ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძე და ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
21-03-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 44-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მკვლელობაში ბრალდებული პირის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
20-03-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით აშშ-ში, ვაშინგტონში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სუს-ის უფროსის შეხვედრები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე დაგეგმილია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა.
16-03-2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე: ბექა ბ. და მერაბ ბ. დააკავეს.
07-03-2017
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
02-03-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 75-ე შეხვედრა გაიმართა.
22-02-2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) რიგით 43-ე შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.