ცხელი ხაზი
123
31-08-2016
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 69-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხი და მოითხოვეს მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.
26-08-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მოქალაქე ვახტანგ წ. დააკავეს.
25-08-2016
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობისშესახებ“.
22-08-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.
15-08-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ტყის მცველი ამირან კ. და საქართველოს მოქალაქე ვალერი ქ. დააკავეს.
08-08-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაურმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა.
04-08-2016
პრემიერ-მინისტრი მიესალმება ,,Jackal Stone 2016”-ის კონტრტერორისტული წვრთნების ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლას. ორმხრივ წვრთნებში, რომელიც აგვისტოს დასაწყისში გაიმართება, გამოიყენება კონტრტერორისტული სცენარი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული მოქმედებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
03-08-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ, წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.
02-08-2016
დღევანდელ შეხვედრაზე გაგრძელდა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრის" მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვა.
30-07-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე ახმეტის რაიონის სოფ. დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვახტანგ ხანგოშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია.
27-07-2016
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მეყანწიშვილი დააკავეს.