ცხელი ხაზი
123
14-10-2015
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს - ბორის სილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს - ბას კლაინს და ასევე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს - კრისტიან ურსეს შეხვდა.
08-10-2015
ნიუ–იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ–ბინაში, გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისა და გაერო–ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმები საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ და ხელოვნული ინტელექტის აქტუალობა“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მუხაესტატეში გია გოგიტიძე დააკავეს.
02-10-2015
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრისას, განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების კუთხით შედეგიანი ურთიერთთანამშომლობის მნიშვნელობა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს შეხვდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე და შპს „არქიმედეს“ დირექტორი გენადი ამბროლაძე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია, გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტისა (UNICRI) და გერმანული მხარის მიწვევით, 2015 წლის 1 ოქტომბერს დიდი შვიდიანის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალური პარტნიორობის (The G7 Global Partnership Against the Spread of Weapons and Materials of Mass Destruction) სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში (ბერლინში) გაიმართა.
01-10-2015
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა.
29-09-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მთავრობის წევრებთან ერთად, ავღანეთში დაღუპული მებრძოლის - ვასილ ყულჯანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საქართველოს მოქალაქე ოთარ ც. დააკავეს.
24-09-2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგე ადა ს. დააკავეს.