HOT LINE 123
GE

News

08-08-2023

გრიგოლ ლილუაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.


ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიგა ნიკოლეიშვილმა და სამსახურის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა.


2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დროს, თავდაცვის სამინისტროს 170, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

(EN)